Tuesday, June 27, 2017

4 დღე

                                             რეფლექსია
    შევისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა , დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, საკვანძო სიტყვებზე გავამახვილეთ ყურადღება.მოვამზადეთ პრეზენტაციის მონახაზი.ვიმსჯელეთ როგორ მოვაგროვოთ  და გამოვიყენოთ შეგროვილი ინფორმაცია.  შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ, შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები, შევქმენით შეფასების რუბრიკები, რომელთა მეშვეობითაც შევაფასებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გავზომავთ მოსწავლეთა საჭიროებებს.

Sunday, June 25, 2017

5-6 დღე

შევისწავლეთ როგორ უნდა ვიმუშაოთ პრეზენტაციის შექმნაზე, როგორ უნდა გამოვიყენოტ ტექნოლოგიები სწავლის პროცესში,ასევე ინტერნეტის გამოყენება სწავლის გაუმჯობესების მიზნით, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.შესწავლილი მასალა დაგვეხმარება რომ დავეუფლოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს.

Saturday, June 10, 2017

მესამე დღე

რეფლექსია

საინტერესო და მრავალფეროვანი იყო დღევანდელი დღე. განვამტკიცეთ ბუკლეტის შექმნა.ასევე განვიხილეთ მე-2 მოდული,კიდევ ერთხელ მივუბრუნდით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია.ასევე შევისწავლეთ  ნაწილობრივ პროექტის დაგეგმვა. მე ვფიქრობ რომ მიღებული ცოდნა გამომადგება მოწავლეებს ავუმაღლო მოტივაცია სწავლის მიმართ და ავუხსნა როგორ და რატომ უნდა გამოიყენონ პროექტები სასწავლო პროცესში.

პირველი- მეორე დღე

რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. პროექტები შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.პროექტის ძირითადი ამოცანაა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21- ე საუკუნის უნარ- ჩვევების განვითარება პროექტზე მუშაობის დაწყებისას მოსწავლეებმა უნდა შეიმუშაონ მიზნები,რათა მუშაობის პროცესში სასწავლო საჭიროებისკენ იყო მიზანმიმართული.

9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო რეფლექსია  დღევანდელ ტრენინგზე ჩვენი პროექტის გეგმა დავხვეწეთ.პორთტფოლიო შევამოწმეთ პორთფოლიოს ჩკლეტის საშუალები...